სახელმწიფო ელექტროსისტემა 300-მილიონიან მოგებაზეა

სახელმწიფო ელექტროსისტემა 300-მილიონიან მოგებაზეა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ გასული წლის განმავლობაში 304 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

ფინანსური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ამ მოგების უმთავრესი მდგენელი ლარის გაცვლითი კურსიდან მიღებული მოგება იყო. საქმე იმაშია, რომ კომპანიას გააჩნია უცხოურ ვალუტაში ნომინირებული მნიშვნელოვანი სესხები, ხოლო ლარის გამყარების გამო ამ სესხების ნაშთი (ლარში გამოსახული) შემცირდა, რაც ფინანსურ ანგარიშში დადებით შემოსავლად ფიქსირდება. ანგარიშის მიხედვით, საკურსო მოგებამ 167.5 მილიონი ლარი, ანუ მთლიანი მოგების ნახევარზე მეტი შეადგინა.

რაც შეეხება კომპანიის მთლიან შემოსავალს, მან 2022 წელს 346 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 53 მილიონი ლარით მეტი იყო. კომპანიამ გასულ წელს 39 მილიონი ლარის ხელფასები გასცა, მისი აქტივების ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი კი 71 მილიონი ლარი იყო. სხვა საოპერაციო ხარჯებმა კი 29 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანობაში კომპანიის საოპერაციო მოგება 168 მილიონი ლარი იყო, რასაც 136 მილიონი ლარის ფინანსური შემოსავლებიც დაემატა, რის შედეგადაც სახელმწიფო ელექტროსისტემამ გასული წელი 304 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა.

კომპანიის აქტივები 1.7 მილიარდ ლარს, მისი ვალდებულებები კი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. 

სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყანაში მაღალი ძაბვის ელექტროკაბელებს მართავს, კომპანიის შემოსავლის მთავარი წყარო ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების გაწევაა.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…